23 აგვისტო 2026,   08:35
ვრცლად
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, გააუქმოს ოკუპირებული რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეამ 2025 წლის ანგარიში მიიღო. "პორტოს დეკლარაცია და რეზოლუციები" - ასე ჰქვია დოკუმენტს, რომელშიც საქართველოს შესახებაც არის საუბარი. რეზოლუციაში წერია, რომ ასამბლეა გამოხატავს შეშფოთებას საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით, შეწუხებულია ჟურნალისტების, აქტივისტების და პოლიტიკოსების დაპატიმრებებით, მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას ჩაერთოს ეროვნულ დიალოგში, რათა იპოვოს გამოსავალი.

დეკლარაციაში არის მოწოდება ახალ და სამართლიან არჩევნებზე. ტექსტში კრიტიკასთან ერთად საუბარია მხარდაჭერაზეც. ასამბლეა მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, გააუქმოს ოკუპირებული რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება.

ქართული დელეგაცია აცხადებს, რომ დოკუმენტში ნეგატიური ჩანაწერები ჯო უილსონის მოთხოვნით მოხვდა და განსხვავებული იყო ეუთოს გენერალური მდივნის პოზიცია, რომელმაც სესიაზე თქვა, რომ ოპოზიციის მხრიდან 40 პროცენტის არ გამოყენება არ იყო სამართლიანი ამომრჩეველთან მიმართებით.

დღის ამბები