12 აგვისტო 2026,   08:16
ვრცლად
სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, "ჯანმრთელობის ფედერაციის" ორგანიზებით, აივ ინფექცია/შიდსისა და ტუბერკულოზის შესახებ შეხვედრა შედგა

სემინარი სტუდენტებისა და პედაგოგებისთვის - სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, "ჯანმრთელობის ფედერაციის" ორგანიზებით, აივ ინფექცია/შიდსისა და ტუბერკულოზის შესახებ შეხვედრა შედგა.

ინფექციური დაავადებების შესახებ შეკრებილებს ინფორმაცია სპეციალისტებმა მიაწოდეს.

სემინარი საკომუნიკაციო/საგანმანათლებლო კამპანიის ფარგლებში ჩატარდა, რომლის მიზანიც აივ/შიდსის და ტუბერკულოზის შესახებ ცნობიერების ამაღლებაა.

სემინარის შემდეგ მოეწყო სპეციალური საინფორმაციო ვიდეო კლიპების ჩვენება.

დღის ამბები