ისანში კაცმა მეზობელი მოკლა - პარკინგის ადგილის გამო დაწყებული კონფლიქტიტრაგიკულად დასრულდა. საქმე პოლიციამ ცხელ კვალზე გახსნა.
არსებული ინფორმაციით, ბრალდებულს დაზიანებები თავადაც აქვს მიყენებული და ის ამჟამად კლინიკაშია მოთავსებული.
როგორც "რუსთავი 2-ს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე (განზრახ მკვლელობა) და 236-ე (ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარება) მუხლებით მიმდინარეობს.