22 აგვისტო 2026,   20:57
ვრცლად
ფიშერის სოლიდარობა მოშიმშილე ოპოზიციონერებს - გერმანიის ელჩი, დიპლომატიური ეტიკეტის დარღვევის გამო, დღეს კიდევ ერთხელ გააკრიტიკეს

გერმანიის ელჩი, დიპლომატიური ეტიკეტის დარღვევის გამო, დღეს კიდევ ერთხელ გააკრიტიკეს. თვითდაზიანების წახალისება და შიდაპოლიტიკურ საქმეებში ჩარევა, პრემიერ-მინისტრის აზრით, ელჩის ფუნქციებსა და მოვალეობებს სცდება. საუბარია 2 დღის წინ მოშიმშილე ოპოზიციონერებთან მისვლაზე, სადაც პეტერ ფიშერმა ელენე ხოშტარიას და გედევან ფოფხაძეს სოლიდარობა გამოუცხადა. მთავრობის მეთაურმა ევროპელ დიპლომატს შეახსენა, რომ შიმშილობის ირიბი წახალისება არაჰუმანურ ქმედებად აღიქმება.

გერმანიის ელჩის პარლამენტთან მისვლას დემოკრატიული პროცესის წახალისებად აღიქვამენ, თავად მოშიმშილე პოლიტიკოსები და მათი კოლეგები. ამბობენ, რომ მოწოდება შიმშილობის შეწყვეტაზე არარელევანტური იქნებოდა. ამტკიცებენ იმასაც, რომ ევროპელი ბიუროკრატებისა და დიპლომატების მხრიდან საქართველოს შიდაპოლიტიკურ საკითხებში ჩარევა არასდროს მომხდარა.

პეტერ ფიშერს და ოპოზიციას საერთო ლობისტური ქოლგის ქვეშ მოიაზრებს მმართველი გუნდი. კანონმდებლების თქმით, ფიშერი რადიკალური ნაბიჯების წახალისებით წლებია გამოირჩევა, რითაც ქართულ-გერმანულ ურთიერთობებს აზიანებს.

საკანონმდებლო ორგანოსთან ელენე ხოშტარია და გედევან ფოფხაძე მეოთხე დღეა შიმშილობენ და კოლეგებისგან თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობაზე უარს ითხოვენ.

დღის ამბები