22 აგვისტო 2026,   20:56
ვრცლად
"გერმანიის ელჩი უკვე დიდი ხანია ყველაფერს არღვევს, თუ რაიმე შეიძლება დიპლომატიურ ეტიკეტთან დაკავშირებული" - დავით მათიკაშვილი

"გერმანიის ელჩი უკვე ძალიან დიდი ხანია ყველაფერს არღვევს, თუ რაიმე შეიძლება დიპლომატიურ ეტიკეტთან, ეთიკასთან იყოს დაკავშირებული. ეს არის ძალიან სამწუხარო მოვლენა," - ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.

მათიკაშვილის შეფასებით, გერმანიის ელჩის ქმედებები ვენის კონვენციის უხეში დარღვევაა.

"მოვიდა მოშიმშილე ქალბატონთან, არ მოუწოდა შიმშილობის შეწყვეტისკენ. მხარი დაუჭირა იმ მოწოდებაში, რომელიც არჩევნებისთვის ბოიკოტის გამოცხადებას გულისხმობს. ეს არის წარმოუდგენელი მოცემულობა, ვენის კონვენციის დარღვევაც. ასე არ იქცევიან დიპლომატები სხვა ქვეყანაში," - აღნიშნა დავით მათიკაშვილმა.

ცნობისთვის, პიტერ ფიშერი 2 დღის წინ პარლამენტთან მივიდა, სადაც ელენე ხოშტარიას და სხვა მოშიმშილეებს შეხვდა. ელჩმა მათ სოლიდარობა გამოუცხადა.

დღის ამბები