თურქეთის ქალაქ ანტალიის ისტორიულ ცენტრში ხანძარი გაჩნდა, რომელმაც სასტუმრო და რამდენიმე შენობა მოიცვა. ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.
ხანძრის გაჩენის მიზეზები ჯერ კიდევ უცნობია.
ადგილობრივი მედიის ცნობით, ცეცხლმა სამი მოქმედი შენობა მოიცვა, რომელთაგან ერთ-ერთი სასტუმრო იყო. საგანგებო სიტუაციების სამსახურმა ადგილზე ათეულობით სახანძრო ბრიგადა გაიგზავნა.
სახანძრო ჯგუფები ინტენსიურად მუშაობენ, რათა ისტორიულ უბანში ხანძარი ახლომდებარე სხვა შენობებზე არ გავრცელდეს. ვიწრო ქუჩები ხანძრის ჩაქრობას ართულებს. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება.