21 ივნისი 2026,   12:14
ვრცლად
იაპონიაში სიკვდილით დასაჯეს მამაკაცი, რომელმაც 2017 წელს ცხრა ადამიანი მოკლა

იაპონიაში სიკვდილით დასაჯეს მამაკაცი, რომელმაც 2017 წელს ცხრა ადამიანი მოკლა. BBC-ის ცნობით, 2022 წლის ქვეყანაში სიკვდილით დასჯის შემოღების შემდეგ, ეს დასჯის პირველი შემთხვევაა.

ტაკაჰირო შირაიშის მიერ ჩადენილმა სერიულმა მკვლელობებმა იაპონია შეძრა. მას მეტსახელად "ტვიტერის მკვლელს" უწოდებენ.

30 წლის შირაიში თავის მსხვერპლებს - უმეტესობას 15-დან 26 წლამდე ასაკის ახალგაზრდა ქალებს, სოციალურ ქსელში ეცნობოდა, თავის ბინაში იტყუებდა, შემდეგ ახრჩობდა და ანაწევრებდა.

მკვლელობების შესახებ 2017 წლის ოქტომბერში გახდა ცნობილი, როდესაც პოლიციამ ერთ-ერთი მსხვერპლის ძებნისას, იაპონიის ქალაქ ზამაში, ტოკიოს მახლობლად, სხეულის ნაწილები იპოვა.

დღის ამბები