ანტისამთავრობო აქცია გაიმართა სერბეთში. ბელგრადში მთავარ მოედანზე ათიათასობით მოქალაქე შეიკრიბა.
აქციის მონაწილეების მთავარი მოთხოვნა, ვადამდელი არჩევნები და პრეზიდენტ ალექსანდარ ვუჩიჩის 12 წლიანი მმართველობის დასრულებაა.
დემონსტრაციის დროს დაპირისპირება მოხდა აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის. არსებული ინფორმაციით, აქციის მონაწილეებმა სამართალდამცველებს ფეთქებადი ნივთიერებები ესროლეს, პოლიციამ აქცია წიწაკის სპრეის გამოყენებით დაშალა.