21 აგვისტო 2026,   10:18
ვრცლად
"თუ მიიღებენ დავალებას, მიიღებენ არჩევნებში მონაწილეობას, თუ არ მიიღებენ, შესაბამისად, გაემიჯნებიან დემოკრატიულ პროცესს" - გიორგი გაბუნია ოპოზიციაზე

"რადიკალური ოპოზიცია მიიღებს თუ არა არჩევნებში მონაწილეობას, ამას ქვეყნისთვის და დემოკრატიული პროცესისთვის, არანაირი არსებითი მნიშვნელობა არ გააჩნია", - ამის შესახებ პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე, გიორგი გაბუნია საუბრობს.

მისი თქმით, ოპოზიციის წარმომადგენლები პირდაპირ გარედან იღებდნენ დავალებებს - გარედან ფინანსდებიან.

"რადიკალური ოპოზიცია მიიღებს თუ არა არჩევნებში მონაწილეობას, ამას ქვეყნისთვის და დემოკრატიული პროცესისთვის, არანაირი არსებითი მნიშვნელობა არ გააჩნია. ისინი არიან ადამიანები, რომლებიც პირდაპირ, გარედან იღებდნენ დავალებებს, გარედან ფინანსდებიან. შესაბამისად, თუ მიიღებენ დავალებას, მიიღებენ არჩევნებში მონაწილეობას, თუ არ მიიღებენ, ისინი შესაბამისად, გაემიჯნებიან დემოკრატიულ პროცესს. მთავარი არის, რომ არჩევნები ჩატარდება. "ქართულ ოცნებას" აქვს მთელი რიგი ინიციატივებისა და ძალიან სერიოზული გეგმები რეგიონული განვითარების მიმართულებით და ჩვენ დარწმუნებული ვართ, ქართული ოცნება 64-ვე მუნიციპალიტეტში დამაჯერებ გამარჯვებას მოიპოვებს," - აცხადებს გიორგი გაბუნია.

დღის ამბები