"საერთო სასამართლოების შესახებ" კანონში ცვლილებებს პირველი მოსმენით - 84 დეპუტატის მხარდაჭერა აქვს. კანონმდებლებს ახალი რეგულაციების შესახებ ინფორმაცია არჩილ გორდულაძემ გააცნო. ცვლილებების ავტორი განმარტავს, რომ მოსამართლის მიმართ გამოთქმული უპატივცემულობა კანონმდებლობით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობა გამოიწვევს, იკრძალება სასამართლოს შენობაში, სხდომის დარბაზსა და ეზოში ფოტო-ვიდეო გადაღება და ტრანსლაცია.
არჩილ გორდულაძემ სიცრუე ლევან იოსელიანის იმ განცხადებას უწოდა, რომელიც მან სოციალური ქსელით გაავრცელა. სახალხო დამცველმა პარლამენტს ინიციატივის დაჩქარებული წესით განხილვების შეწყვეტისკენ მოუწოდა.
საერთო სასამართლოების შესახებ ორგანულ კანონში შესატან ცვლილებებს კრიტიკულად აფასებენ ოპოზიციაში.
ცვლილებათა პაკეტს მიესალმება "ერთიანი ნეიტრალური საქართველო." ვატო შაქარიშვილის თქმით, ქართული სასამართლო უცხოური ძალების სამიზნე არაერთხელ გახდა, მიზანი კი ინსტიტუციის დამოუკიდებლობის ხელყოფა იყო.
ის, რაც სხვა დემოკრატიულ ქვეყნებში დასაშვებია, რატომ არის საქართველოში შემზღუდავი? - მმართველი გუნდის ლიდერები ოპონენტებს, სხვა ქვეყნების პრაქტიკისკენ მიუთითებენ. საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა აღნიშნეს, რომ სასამართლოს გამართულ მუშაობას და მართლმსაჯულების აღსრულებას ხელს ვერავინ შეუშლის.
სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის განმტკიცება - ეს, პრემიერ-მინისტრის თქმით, ცვლილებათა პაკეტის მთავარი მიზანია. ირაკლი კობახიძემ დღეს სასამართლო სისტემაში უხეშ ჩარევაზე ისაუბრა და მაგალითიც მოიყვანა.
"საერთო სასამართლოების შესახებ" ორგანულ კანონში შესატან ცვლილებებს პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს.
ავტორი: ნანა გოგატაძე