23 აგვისტო 2026,   00:15
ვრცლად
ჰააგაში NATO-ს სამიტი გაიხსნა - მოსალოდნელია, რომ ალიანსის წევრი სახელმწიფოები თავდაცვის ბიუჯეტისთვის, მშპ-ის 5%-ის გამოყოფაზე იმსჯელებენ

ჰააგაში NATO-ს სამიტი გაიხსნა. მოსალოდნელია, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი სახელმწიფოები თავდაცვის ბიუჯეტისთვის, მთლიანი შიდა პროდუქტის 5 პროცენტის გამოყოფაზე იმსჯელებენ.

სამიტზე უკვე ჩავიდა უკრაინის პრეზიდენტი. ის ბრიტანეთის, გერმანიის, იტალიის, პოლონეთის და საფრანგეთის ლიდერებს შეხვდება, მოსალოდნელია, ტრამპი ზელენსკის შეხვედრაც.

ნიდერლანდებში გაემგზავრა დონალდ ტრამპიც. სამიტის გახსნამდე, NATO-ს გენერალურმა მდივანმა განაცხადა, რომ ევროპამ მხარი უნდა დაუჭიროს უკრაინას და ახსოვდეს რუსული საფრთხეები.

დღის ამბები