07 სექტემბერი 2026,   08:07
ვრცლად
ირაკლი კირცხალია - "მოვუწოდებ მათ პატრონებს, მოუწოდონ ოთხივე დანაყოფს - მიიღონ მონაწილეობა არჩევნებში, რომ მათვე კიდევ ერთხელ, კარგად გაზომონ, თუ რა პასუხი აქვს აგენტურულ ქსელს ქართული საზოგადოების მხრიდან" 

"ორ დანაყოფს გაცხადებული კურსი აქვს, რომ უნდა მიიღოს [მონაწილეობა თვითმმართველობის არჩევნებში], ორი კი ერთმანეთის ბულინგითაა დაკავებული და ცდილობს, რომ პოლიტიკურად თავი გაიცოცხლოს, რაც ნაკლებად გამოუვათ, როგორც ნაკლებად გამოსვლიათ ყველა არჩევნების წინ," - ეს განცხადება "ქართული ოცნების" წევრმა, ირაკლი კირცხალიამ ოპოზიციასთან დაკავშირებით გააკეთა.

ირაკლი კირცხალია მოუწოდებს ოპოზიციურ პარტიებს, რომ მიიღონ მონაწილეობა თვითმმართველობის არჩევნებში, რათა კიდევ ერთხელ დარწმუნდნენ, თუ რა პასუხს სცემს მათ პოლიტიკას ქართული საზოგადოება.

"მოვუწოდებ მათ პატრონებს და მათი სცენარის ავტორებს, - მოუწოდონ ოთხივე დანაყოფს, რომ მიიღონ მონაწილეობა არჩევნებში, რომ მათვე კიდევ ერთხელ, კარგად გაზომონ, თუ რა პასუხი აქვს მათ პოლიტიკას, მათ სცენარს ჩვენს ქვეყანაში, თუ რა პასუხი აქვს აგენტურულ ქსელს ქართული საზოგადოების მხრიდან. იქნებ, ერთხელ და საბოლოოდ მიხვდნენ, თუ რა არის საზოგადოების დაკვეთა ჩვენს ქვეყანაში - უკვე მეათედ და საიუბილეოდ იქნებ გადატყდეს მათ ტვინშიც ერთი წერტილი, რაც მათ შეაგნებინებს, რომ ქვეყანაში არ არის მოთხოვნა აგენტურაზე," - აცხადებს ირაკლი კირცხალია.

დღის ამბები