20 აგვისტო 2026,   12:57
ვრცლად
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პირველი თავმჯდომარის, ნოე რამიშვილის შვილიშვილმა ეროვნულ არქივს ბაბუის პირადი წერილები და ოჯახში დაცული სხვა საარქივო მასალა გადასცა

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პირველი თავმჯდომარის, ნოე რამიშვილის შვილიშვილმა ეროვნულ არქივს ბაბუის პირადი წერილები და მათ ოჯახში დაცული სხვა საარქივო მასალა გადასცა.

მათ შორისაა ნოე რამიშვილის მიერ მეუღლისთვის, მარიამ გოგიაშვილისთვის 1924 - 1930 - იან წლებში გაგზავნილი წერილები, სოციალ-დემოკრატიული პარტიის საზღვარგარეთის ბიუროს პერიოდული გამოცემა "ჩვენი დროშის" 1950 წლის ნომერი, ქართული პერიოდული პრესის ნიმუშები. ეროვნული არქივი ინახავს ნოე რამიშვილის პირად ფონდს, რომელიც 1917-1965 წლებში შექმნილ 90 საარქივო საქმეს აერთიანებს.

 
 
დღის ამბები