23 აგვისტო 2026,   09:12
ვრცლად
"გარკვეულწილად ჩვენც გვაქვს შეკითხვები და შესაბამისად, გამოძიება ნათელს მოჰფენს იმას, იყო თუ არა ძალა პროპორციულად გამოყენებული" - პაატა სალია 20 ივნისის მოვლენებზე

"გარკვეულწილად ჩვენც გვაქვს შეკითხვები და შესაბამისად, გამოძიება ნათელს მოჰფენს იმას, იყო თუ არა ძალა პროპორციულად გამოყენებული," - ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ 2010 წლის 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით განაცხადა. 

მისი თქმით, რაც შეეხება უშუალოდ ფაქტობრივ გარემოებებს, რომელსაც ადგილი ჰქონდა 20 ივნისს და რასთან დაკავშირებითაც სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით, გამოძიება უფრო ეფექტურად უნდა ჩატარებულიყო, ამაში, გარკვეულწილად, თავადაც ეთანხმებიან.  

"სტრასბურგის სასამართლომ ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად ხაზი გაუსვა იმას, რომ სახელმწიფოს აქვს უფლება, გამოიყენოს ძალა იმ შემთხვევაში, თუ ხდება თავდასხმა სახელმწიფო ინსტიტუტებზე, შენობებზე და პოლიციის წარმომადგენლებზე. რაც შეეხება უშუალოდ, ფაქტობრივ გარემოებებს, რასაც ადგილი ჰქონდა 20 ივნისს და რასთან დაკავშირებითაც სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით, გამოძიება უფრო ეფექტურად უნდა ჩატარებულიყო, ამაში გარკვეულწილად, ჩვენც ვეთანხმებით. საუბარია სწორედ იმაზე, რომ მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფოს აქვს ლეგიტიმური უფლება, გამოიყენოს ძალა, როდესაც ხდება თავდასხმა პოლიციაზე, პარლამენტის შენობაზე, სხვა სახელმწიფო შენობებზე, ეს ძალა უნდა იყოს პროპორციული, სწორად დაგეგმილი და სწორად გამოყენებული. 

აქედან გამომდინარე, გარკვეულწილად ჩვენც გვაქვს შეკითხვები და შესაბამისად, გამოძიება ნათელს მოჰფენს იმას, იყო თუ არა ძალა პროპორციულად გამოყენებული, ხომ არ ჰქონდა გარკვეულ შემთხვევებში ადგილი ძალის გამოყენებას და ა.შ." - განაცხადა პაატა სალიამ.

2019 წლის 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება დაწყებულია. სასამართლომ დაადგინა, რომ საჭიროა გამოძიებამ სისტემურად გააანალიზოს საკითხი და შეისწავლოს რამდენად სწორად მოხდა შინაგან საქმეთა სამინისტროს მაშინდელი ხელმძღვანელობის მხრიდან ოპერაციის დაგეგმვა.

 

დღის ამბები