საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი საფრანგეთის მეღვინეობისა და მეცხოველეობის სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა. საუბრის მთავარი თემები თანამშრომლობა, გამოცდილების გაზიარება, თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა და ქართული აგროპროდუქციის ექსპორტი იყო.
დელეგაციის წევრებმა ღვინის მუზეუმი დაათვალიერეს და ქართული ღვინოები დააგემოვნეს.