22 აგვისტო 2026,   19:19
ვრცლად
"ენერგო-პრო ჯორჯიას" აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, "ენერგო-პრო ჯორჯიას" აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება. ინფორმაციას "ენერგო-პრო ჯორჯია" ავრცელებს.

"ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 19 ივნისს 09:00-დან 12:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფლებში: გველეთი, დარიალი, ლარსი და მიმდებარე სოფლებში; 10:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს სოფელ დიღომში: სონღულაშვილის, კვირაცხოველის, ცამეტი ასურელი მამის და მიმდებარე ქუჩებზე; 10:00-დან 13:00 საათამდე აბონენტებს ზაჰესში: პლატინის, ჯვრის ასახვევის და მიმდებარე ტერიტორიაზე, აგრეთვე მუხათგვერდსა და სოფელ გლდანში.

სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში," - ნათქვამია ინფორმაციაში.

დღის ამბები