ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია დაბა ასპინძის წყალმომარაგებისთვის თანამედროვე სტანდარტების შესაბამის ინფრასტრუქტურას აშენებს. პროექტის განხორციელებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 29 მილიონ ლარზე მეტია გამოყოფილი.
სამუშაოების მიმდინარეობას წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი დავით კვინიკაძე, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო.
პროექტით გათვალისწინებულია წყლის სათავე ნაგებობებისა და რეზერვუარების რეაბილიტაცია. მოეწყობა ახალი ქსელი და მაგისტრალური მილი, მრავალბინიან კორპუსებში შიდა და გარე წყალმომარაგების სისტემა. სამუშაოების დასრულება 2026 წელს არის დაგეგმილი. შედეგად, დაბა ასპინძის მოსახლეობა განახლებული ინფრასტრუქტურითა და 24 საათიანი წყალმომარაგებით ისარგებლებს.