ევროპის განათლების ეროვნული და რეგიონული ინსპექტირების ასოციაციის რიგით 27-ე საერთაშორისო სემინარი თბილისში. ღონისძიებას განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი მასპინძლობს.
სემინარს ევროპის 14 ქვეყნის 23 წარმომადგენელი ესწრება. მონაწილეები ზოგადი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმებს, საერთაშორისო ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამებსა და მათი აღიარების პროცედურებს განიხილავენ.