
ნიკა გვარამია დაკავებულია. სამართალდამცველებმა ის რუსთავის 12-ე პენიტენციურ დაწესებულებაში გადაიყვანეს. მანამდე, "კოალიცია ცვლილების" ერთ-ერთ ლიდერი პოლიციის სამმართველოში იმყოფებოდა. მანამდე, ნიკა გვარამია რუსთავის ციხესთან საკუთარი ინიციატივით მივიდა, მას შემდეგ რაც მოსამართლემ გადაწყვეტილება გამოაცხადა.
ნიკა გვარამიამ დაკავებამდე მედიასთან კომენტარი გააკეთა.
"როცა სასამართლო არ არსებობს და წინასწარ იცი გადაწყვეტილება, ჯობს, მიხვიდე შენით ციხეში. სამწუხარო ის არის, რომ სასამართლო პროცესს მნიშვნელობა რომ აღარ აქვს, ეს ყველამ ვიცით. აბსურდია, პარლამენტის ანტიკონსტიტუციური და არალეგიტიმური კომისიის სხდომაზე არ მივალ, იმიტომ, რომ მე საქართველოს კონსტიტუციის ერთგული ვარ," - აღნიშნა ნიკა გვარამია.
საქალაქო სასამართლომ "კოალიცია ცვლილების" ერთ-ერთ ლიდერს, რომელსაც საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას ედავებიან, აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაო პატიმრობით შეუცვალა. გვარამიას 30 ათას ლარიანი გირაო ჰქონდა შეფარდებული, რომელიც მან არ გადაიხადა.
ავტორი: კესო ქაფიანიძე