08 ივლისი 2025,   08:49
ვრცლად
"საელჩო იქნება თუ ნებისმიერი დამფინანსებელი, უნდა აქვეყნებდეს ინფორმაციას შემოსული თანხის ოდენობის და დაფინანსებული პროგრამების თაობაზე" - გიორგი ვოლსკი

"საელჩო იქნება თუ ნებისმიერი დამფინანსებელი, უნდა აქვეყნებდეს ინფორმაციას შემოსული თანხის ოდენობის და დაფინანსებული პროგრამების თაობაზე," - ეს განცხადება "ქართული ოცნების" წევრმა, გიორგი ვოლსკიმ გააკეთა.

მისივე თქმით, ჩნდება კითხვები იმის თაობაზე, რომ თანხები ქვეყანაში პოლიტიკური პარტიების დასაფინანსებლად შემოდის.

"თითქოს ელემენტარულია, მაგრამ დაუკვირდით, რამხელა რესურსი გროვდება ექსტრემიზმის განვითარების სცენარის დასაფინანსებლად. ლეგიტიმური კითხვაც ჩნდება - ხომ არ შემოდის თანხები პოლიტიკურ ველზე, თან ისეთი თანხები, რომელსაც განაგებენ პოლიტიკური პარტიები და არა დონაციის მიმღები ორგანიზაციები, თუნდაც ტელევიზიები," - აცხადებს გიორგი ვოლსკი.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა მიმართა ბრიტანეთის საელჩოს, გაასაჯაროოს, ვის და რა თანხით აფინანსებდა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით და ვის და რა თანხით აფინანსებს დღეს.

დღის ამბები