პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის და გასაღების ფაქტზე ბრალდებულს 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, - ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.
პროკურატურის ცნობით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ ნარკოტიკული დანაშაულისთვის ნასამართლევმა ბრალდებულმა უკანონოდ შეიძინა და ინახავდა ნარკოტიკულ საშუალება "ჰეროინს", რომლის რეალიზაციასაც ახორციელებდა.
სამართალდამცველებმა ბრალდებული სასამართლოს განჩინების საფუძველზე დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის "დ" და მე-5 ნაწილის "დ" ქვექპუნტებით (ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა, გასაღება, ჩადენილი არაერთგზის) წარედგინა.