22 აგვისტო 2026,   15:39
ვრცლად
ბევრი ასეთი გაერთიანება გვინახავს, დაწყებული შალვა ნათელაშვილის ფანჩატურიდან, თუნდაც სალომე ზურაბიშვილის ფრთის ქვეშ გაერთიანებულები, თუმცა ამას არაფერი ცვლილება არ მოუტანია - კახა კალაძე

პაატა ბურჭულაძე ეროვნულ ყრილობას აანონსებს, რაც მისივე თქმით, მესამე რესპუბლიკის შექმნას ნიშნავს. მან საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში უპასუხა კითხვას, თუ რატომ გადაწყვიტა სალომე ზურაბიშვილის "წინააღმდეგობის პლატფორმის" ალტერნატივის შექმნა - პასუხად პაატა ბურჭულაძემ იდეებს შორის განსხვავებებზე ისაუბრა და თქვა, რომ პლატფორმა არ უნდა აერთიანებდეს პარტიებს.

მმართველ გუნდის განცხადებით, საზოგადოება ხედავს, რომ ოპოზიციაში შიდა დაპირისპირება და აზრთა სხვადასხვაობაა.

"ხედავს საზოგადოება, რომ ამ ადამიანებს შორის არის დაპირისპირება, არის აზრთა სხვადასხვაობა. ჩვენ ბევრი ასეთი გაერთიანებები და პლატფორმები გვინახავს, დაწყებული შალვა ნათელაშვილის ფანჩატურიდან, თუნდაც იგივე, სალომე ზურაბიშვილის ფრთის ქვეშ გაერთიანებულები. ამას არაფერი ცვლილება არ მოუტანია იმიტომ, რომ ინდივიდუალურად ყველამ ვიცით ვინ არიან ეს ადამიანები, საიდან იმართებიან, ვინ არიან მათი რეალური პატრონები“, - აცხადებს თბილისის მერი კახა კალაძე.

ავტორი: ნანა გოგატაძე

დღის ამბები