20 აგვისტო 2026,   13:30
ვრცლად
გინახავთ, რომ ევროკავშირის ელჩს ძალადობისკენ მოეწოდებინოს?! - გამოხატვის თავისუფლების ყველაზე საბაზისო პრინციპს აქვს უკვე შეყენებული წყალი - გრიგოლ გეგელია

მმართველი გუნდი უცხოეთიდან დაფინანსებულ ზიზღის კამპანიაზე საუბრობს და პასუხისმგებლობას უცხოელ დონორებსა და ელჩებს აკისრებს. აღნიშნულ განცხადებაზე ოპოზიციაში შეფასებები გრძელდება. მათი თქმით, "გამოხატვის თავისუფლების ყველაზე საბაზისო პრინციპს წყალი აქვს შეყენებული."

"დაფიქრდით თქვენ თვითონ, გინახავთ, რომ ევროკავშირის ელჩს ძალადობისკენ მოეწოდებინოს და, პირიქით, რამდენჯერ გვინახავს, რომ "ქოცი" ლიდერები ძალადობისკენ, სიძულვილისკენ და ზიზღისკენ მოუწოდებდნენ. რაზე საერთოდ ლაპარაკი?! - გამოხატვის თავისუფლების ყველაზე საბაზისო პრინციპს აქვს უკვე შეყენებული წყალი, თურმე არ შეიძლება ადამიანი შეაფასო," - აღნიშნა გრიგოლ გეგელიამ.

დღის ამბები