უცხოეთიდან დაფინანსებული ზიზღის კამპანია და დონორების პასუხისმგებლობა - მმართველი გუნდის განცხადებით, ძალადობრივი პროცესების წახალისება გარე აქტორების მხრიდან ხდება და პასუხისმგებლობაც იმ ევროპელ ბიუროკრატებს ეკისრებათ, რომლებიც ზიზღის კამპანიას არ გმობენ და მეტიც, აფინანსებენ.
"მრავალი წელია, სამწუხაროდ, მოკლებული ვართ ჯანსაღ კრიტიკას და ოპონირებას. ერთადერთი, რაც გვესმის საკმაოდ მზარდი რაოდენობით, ეს არის ლანძღვა-გინება და შეურაცხმყოფელი ეპითეტებით მოხსენიება, ნაცვლად კრიტიკაზე. ამიტომ, პირიქით, ჩვენ მივესალმებით ჯანსაღ ოპონირებას, ჯანსაღ კრიტიკას, რათა დისკუსიების ფონზე, საუკეთესო კანონმდებლობა მივიღოთ და საუკეთესო პრაქტიკა დავამკვიდროთ. მაგრამ ჩვენთვის მიუღებელია ის სიძულვილის კამპანია, რასაც აფინანსებს და მხარდაჭერას უწევს არაერთი უცხოური ფონდი. ეს ჩვენი განცხადება და შეფასება კი არ არის, ჩვენ ვნახეთ, USAID-ის სკანდალი, როდესაც გასაჯაროებული დოკუმენტების შემდეგ, ზუსტად ამ სქემაზე იყო საუბარი," - განაცხადა ლევან მახაშვილმა.
"ქართულმა ოცნებამ" კონკრეტულ საქმეებზე საჩივარი შინაგან საქმეთა სამინისტროში უკვე შეიტანა. განხილვები სასამართლოში უახლოეს დღეებში დაიწყება.