21 აგვისტო 2026,   09:48
ვრცლად
მთავრობამ პრეზიდენტს ევროპის საბჭოსთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის თანამდებობაზე ხატია წილოსანის კანდიდატურა წარუდგინა

მთავრობამ პრეზიდენტს ევროპის საბჭოსთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის თანამდებობაზე ხატია წილოსანის კანდიდატურა წარუდგინა, - ამის შესახებ განკარგულებაშია ნათქვამი, რომელიც მთავრობის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.

"საქართველოს კონსტიტუციის 52-ე მუხლის პირველი პუნქტის "ა" ქვეპუნქტისა და "საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ" საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „ღ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, 2025 წლის 10 ივლისიდან ევროპის საბჭოსთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის თანამდებობაზე საქართველოს პრეზიდენტს დასანიშნად წარედგინოს ხატია წილოსანის კანდიდატურა", - წერია გამოქვეყნებულ განკარგულებაში.

განკარგულებას ხელს აწერს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე.

დღის ამბები