23 აგვისტო 2026,   05:11
ვრცლად
მიუსაფარ ძაღლებთან დაკავშირებით სახელმწიფო პროგრამა იწყება - რას გულისხმობს დაგეგმილი რეგულაციები

"ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა, უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ, განაცხადა, რომ იწყება სახელმწიფო პროგრამა, რომელიც გულისხმობს მიუსაფარი ცხოველების შესაბამის ბაზებში შეყვანას, ასევე - იმ პროცედურების დაცვასა და აღსრულებას, რომელიც მიუსაფარი ძაღლების გამრავლების პრევენციას მოახდენს.

"საქართველოს მასშტაბით მიუსაფარი ძაღლების რაოდენობა 300-350 ათასამდე მერყეობს - ვიწყებთ სახელმწიფო პროგრამას, ამ ცხოველების შესაბამის ბაზებში შეყვანას და იმ პროცედურების დაცვას და აღსრულებას, რაც მიუსაფარი ძაღლების გამრავლების პრევენციას მოახდენს. ასევე ავამუშავებთ ელექტრონულ პროგრამას და მივიღებთ მარეგულირებელ კანონს, რომლის მიხედვითაც გაადვილდება ძაღლის მეპატრონის მიკვლევადობა", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

დღის ამბები