22 აგვისტო 2026,   14:11
ვრცლად
ლევან მაჭავარიანი ბრიტანეთისა და ევროკავშირის შეთანხმებაზე: კი ბატონო, არავინ არავის საქმეში არ უნდა ჩაერიოს, მაგრამ ჩვენს საქმეებში რატომ ერევიან?!

თუ ევროკავშირი და ბრიტანეთი გარე ჩარევას ერთობლივი ძალებით ებრძვიან, მაშინ რატომ აკრიტიკებენ საქართველოს იდენტურ შემთხვევაში - კითხვას "ქართულ ოცნებაში" სვამენ და ორმაგ სტანდარტზე მიუთითებენ.

"სამწუხაროდ, ამას მიჩვეულები ვართ - რაც ჩვენთან არ შეიძლება, იქ შეიძლება, ან რაც აქ შეიძლება, იქ არ შეიძლება და ეს აღიზიანებს ჩვენი მოქალაქეების ძალიან დიდ ნაწილს. კი ბატონო, არავინ არავის საქმეში არ უნდა ჩაერიოს, მაგრამ ჩვენს საქმეებში რატომ ერევიან?! მაშინ, როდესაც რადიკალურ ოპოზიციას თავიდან ბოლომდე, წინასაარჩევნო კამპანია ჩაუტარეს ევრო ბიუროკრატებმა. ბატონმა ილონ მასკმა ერთი ტვიტი მიუძღვნა, გერმანიაში მიმდინარე არჩევნებს და აღშფოთდა მთელი გერმანია: ასე როგორ შეიძლება, ეს ჩვენს შიდა საქმეებში ჩარევა არისო; მაშინ, როდესაც ისინი დელეგაციებს აგზავნიან საქართველოში, თავიანთ საგარეო საქმეთა მინისტრებს აგზავნიან ანტისამთავრობო მიტინგებზე, იქიდან მოწოდებებია მაიდანიზაციაზე და ა.შ," - აცხადებს ლევან მაჭავარიანი.

შეგახსენებთ, რომ ევროპარლამენტის დელეგაცია შეხვდა დიდი ბრიტანეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს, კიბერუსაფრთხოების ეროვნული ცენტრის, თემთა და ლორდთა პალატის წევრებს. ვიზიტის შემდეგ, ევროპის დემოკრატიული ფარის სპეციალური კომიტეტის EUDS-ის თავმჯდომარემ და დელეგაციის ხელმძღვანელმა, ნატალი ლუიზემ განაცხადა, რომ ევროკავშირმა და დიდმა ბრიტანეთმა მჭიდროდ უნდა ითანამშრომლონ, რათა საგარეო ჩარევას და ჰიბრიდულ საფრთხეებს დაუპირისპირდნენ.

დღის ამბები