პარტია "გახარია - საქართველოსთვის" წევრი, გიორგი სიორიძე ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის მიზეზებზე საუბრობს. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ოპოზიციამ "ყველა შესაძლო ფრონტზე" იბრძოლოს.
"მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ვიბრძოლოთ ყველა შესაძლო ფრონტზე. ერთ-ერთი ასეთი შესაძლო ფრონტი შეიძლება იყოს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, სადაც ერთობლივი ძალებით შეტევა შეიძლება მოემსახუროს ქართველი ხალხის ინტერესს. ამაზე გვქონდა საუბარი და ამას, რა თქმა უნდა, ვიზიარებთ," - აცხადებს გიორგი სიორიძე.
შეგახსენებთ, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის სურვილი 4 ბარიერგადალახული პარტიიდან ორმა - კოალიცია "ძლიერმა საქართველომ" და პარტიამ "გახარია - საქართველოსთვის" ღიად გამოხატა, ხოლო დანარჩენი ორი - კოალიცია "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა" და კოალიცია "ცვლილებებისთვის" არჩევნებს ბოიკოტს უცხადებს და მონაწილეობის მზაობისტის კოლეგებს მკაცრად აკრიტიკებს.