22 აგვისტო 2026,   23:05
ვრცლად
"საერთაშორისო სასამართლო უნდა იყოს თავისუფალი და იმოქმედოს ზეწოლის გარეშე" - ურსულა ფონ დერ ლაიენი ტრამპის ადმინისტრაციის მხრიდან ჰააგის სასამართლოს წევრების დასანქცირების შესახებ

ევროკომისიის პრეზიდენტი ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მხარდაჭერას უცხადებს.

"ევროკომისია სრულად უჭერს მხარს სასამართლოსა და მის თანამდებობის პირებს," - წერს ურსულა ფონ დერ ლაიენი დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის გადაწყვეტილების საპასუხოდ, რომელმაც ჰააგის სასამართლოს 4 მოსამართლეს სანქციები დაუწესა.

"საერთაშორისო სასამართლო უნდა იყოს თავისუფალი და იმოქმედოს ზეწოლის გარეშე," - ნათქვამია ევროკომისიის პრეზიდენტის განცხადებაში.

დღის ამბები