კახეთში ორ სკოლას რეაბილიტაცია ჩაუტარდა. არაშენდის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია ექვს მილიონ ლარს შეადგენს, ხოლო ბაკურციხის სკოლის ჯამური ღირებულება ხუთი მილიონი ლარია.
ადგილზე განათლების მინისტრი ჩავიდა. სკოლებში ხუთას-ხუთასი ბავშვი სწავლობს.
"მოხარული ვარ, რომ ჩვენი ერთობლივი ძალისხმევით, ადგილობრივი რესურსცენტრის, მუნიციპალიტეტის, განათლების სამინისტროს და სხვადასხვა უწყებების ძალისხმევით, ასეთი წარმატებული პროექტი განვახორციელეთ. რა თქმა უნდა, ჩვენი სამინისტროს მთავარი მიზანია, არა მხოლოდ ინფრასტრუქტურული განვითარება და სკოლების გაუმჯობესება, არამედ შინაარსობრივი დახვეწა, პედაგოგების განვითარებასა და წინსვლაზე ზრუნვა და რა თქმა უნდა, სასწავლო გარემოს გაუმჯობესება,“ - განაცხადა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, ალექსანდრე წულაძემ.