საარჩევნო ადმინისტრაციების მე-12 საერთაშორისო კონფერენცია გრძელდება. დღევანდელი თემაა - დეზინფორმაცია და მისი გავლენა არჩევნებზე. ცესკოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი შარაბიძემ შეხვედრის მონაწილეებს ადმინისტრაციის გამოცდილების შესახებ პრეზენტაცია წარუდგინა. საკუთარ ხედვებზე ისაუბრეს კონფერენციის მონაწილეებმა სხვადასხვა ქვეყნიდან.
"ჩვენ განვიხილეთ დეზინფორმაციასთან დაკავშირებული საკითხები და მთელი კონფერენცია თანხმდება, რომ ეს არის უდიდესი გამოწვევა, რომლის დამარცხებაც შეიძლება მხოლოდ და მხოლოდ ერთობლივი მუშაობის შედეგით. აქედან გამომდინარე, საკითხები, რომელიც მნიშვნელოვანია, იმისთვის, რომ ამომრჩეველმა ჩვენ ქვეყანაში და ყველა სხვა ქვეყანაში მიიღოს საერთაშორისო დონის არჩევნები, იქნება განხილული და ჩვენ შევთანხმდით, რომ მომავალში ვითანამშრომლებთ ამ საკითხებზე," - აცხადებს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე, გიორგი შარაბიძე.