დონალდ ტრამპმა ნახევარი წლით შეაჩერა ამერიკაში იმ უცხოელი სტუდენტების შესვლა, ვინც ჰარვარდის უნივერსიტეტში სწავლას აპირებს. ამერიკის პრეზიდენტი მიზეზად ეროვნულ უსაფრთხოებას ასახელებს და უმაღლეს სასწავლებელს სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლების სამოქალაქო უფლებების უგულებელყოფაში ადანაშაულებს.
გადაწყვეტილებას "შურისძიება" უწოდეს ჰარვარდის უნივერსიტეტში. მანამდე უნივერსიტეტმა ტრამპს დაფინანსების გაყინვის გამო უჩივლა.