21 აგვისტო 2026,   10:18
ვრცლად
"ერთმა ხელმა მეორე ხელი დაბანა და ორივე ერთად გააგრძელებს ისევ საქართველოში რადიკალიზაციის ხელშეწყობას" - ლევან მახაშვილი ევროპარლამენტში გამართულ დისკუსიაზე

ევროპარლამენტში გამართულ დისკუსიაზე კომენტარები გაკეთდა "ქართულ ოცნებაში". მმართველ გუნდში აცხადებენ რომ პირველად არ ისმის ბრიუსელიდან უსამართლო შეფასებები, მათივე თქმით ქვეყანაში ადამიანის უფლებათა მდგომარეობას ასახავს სტრასბურგის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები, რაც პოლიტიკურ შეფასებებთან წინააღმდეგობაში მოდის.

პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, ლევან მახაშვილი ამბობს, რომ კარგია, როდესაც საზოგადოება ხედავს, რამდენად არასერიოზულ ადამიანებთან და არასერიოზულ მიდგომებთანაა საქმე.

"ერთმა ხელმა მეორე ხელი დაბანა და ორივე ერთად გააგრძელებს ისევ საქართველოში რადიკალიზაციის ხელშეწყობას. კარგია ასეთ გამოსვლებს რომ ხედავს ჩვენი საზოგადოება, დაე ყველამ დაინახოს, რეალურად, რამდენად არასერიოზულ ადამიანებთან და არასერიოზულ მიდგომებთან გვაქვს საქმე. ბექა ყორშია არის თურმე საქართველოს მოსახლეობის ხმა და ყოფილი კომუნისტი თურმე ზრუნავს ყველაზე მეტად საქართველოში დემოკრატიის განვითარებაზე. სამწუხაროა, რა თქმა უნდა, დასანანია, როდესაც იმის ნაცვლად, რომ ჩვენ ნამდვილად სერიოზულ თემებზე ვსაუბრობდეთ, რომელიც შეიძლება აღელვებდეს ჩვენს მოსახლეობას და ევროკავშირის მოსახლეობას, ამის ნაცვლად, ჭიქაში ქარიშხალს ტეხავენ," - აცხადებს ლევან მახაშვილი.

ცნობისთვის, ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ დისკუსია გაიმართა. ადამიანის უფლებების ქვეკომიტეტის რიგგარეშე შეხვედრაზე ქვეყანაში არსებული ვითარების შესახებ სიტყვით გამოვიდნენ "მთავარი არხის" ჟურნალისტი ბექა ყორშია, დრამატურგი ლაშა ბუღაძე, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული ირაკლი ქერიშვილის და, ქეთუნა ქერიშვილი. დისკუსიაში მონაწილეობდა ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიანე, ასევე ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. მოხსენებები ეხება საქართველოში ადამიანის უფლებების მდგომარეობას.

 

 

 

დღის ამბები