17 აგვისტო 2026,   16:45
ვრცლად
ქუთაისსა და ლიონს შორის პირდაპირი რეგულარული ავიამიმოსვლა დაიწყო

ქუთაისსა და ლიონს შორის პირდაპირი რეგულარული ავიამიმოსვლა დაიწყო. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ავიაკომპანია Wizz Air-მა ლიონის სენტ-ეგზიუპერის აეროპორტის მიმართულებით პირველი პირდაპირი ფრენა დღეს შეასრულა.

ახალი მიმართულებით რეისები ქუთაისიდან კვირაში 2 სიხშირით, სამშაბათსა და შაბათს შესრულდება.

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ლიონის მიმართულებით საინაუგურაციო ფრენას აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორი ლევან მოსეშვილი და ავიაკომპანია Wizz Air-ის კორპორატიული კომუნიკაციების მენეჯერი სალვატორე გაბრიელე იმპერიალე დაესწრნენ. 

აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორის, ლევან მოსეშვილის განცხადებით, ახალი მიმართულება საშუალებას იძლევა გაზარდოს მოგზაურობის შესაძლებლობა საქართველოს მოქალაქეებისთვის და განამტკიცოს როგორც ეკონომიკური, ისე კულტურული კავშირები საქართველოსა და საფრანგეთს შორის.

დღის ამბები