23 აგვისტო 2026,   04:56
ვრცლად
"დარწმუნებული ვარ, "ლელოს" მოუწევს პოზიციის ცვლილება, წინააღმდეგ შემთხვევაში იმდენად დიდი მასის წინააღმდეგ წავა ამ გადაწყვეტილების მიღების პროცესში, რომ საკუთარ ელექტორატთანაც ექნება პრობლემა" - ლევან სანიკიძე

თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის საკითხზე ოპოზიციაში დაპირისპირება კიდევ უფრო მწვავდება. "ლელოს" გენერალური მდივანი აცხადებს, რომ თვითმმართველობის არჩევნებზე უარის თქმა არ შეიძლება და ამ საკითხზე მსჯელობაა საჭირო.

"ლელოსა" და გახარიას პარტიებს კოლეგები ისევ აკრიტიკებენ. "ფსევდო შეფუთული საუბარი," - ასეთია "კოალიცია ცვლილებისთვის" პოზიცია.

"ლელოსა" და გახარიას გუნდს აკრიტიკებენ სხვა ოპოზიციურ პარტიებშიც - "ნაციონალურ მოძრაობაში" მიაჩნიათ, რომ "ლელოს" მოუწევს პოზიციის ცვლილება, წინააღმდეგ შემთხვევაში პარტიას საკუთარ ამომრჩეველთანაც პრობლემა შეექმნება.

"დარწმუნებული ვარ, რომ "ლელოს" მოუწევს პოზიციის ცვლილება, წინააღმდეგ შემთხვევაში იმდენად დიდი მასის წინააღმდეგ წავა ამ გადაწყვეტილების მიღების პროცესში, რომ საკუთარ ელექტორატთანაც ექნება პრობლემა. მე საერთოდ არ ვიმსჯელებ ამ იდიოტიზმზე, რაც დაკავშირებულია მხოლოდ თბილისში არჩევნებში [მონაწილეობის"] მიღებასთან დაკავშირებით.

აქ თუ ახლა ვინმეს აქვს იმის ილუზია, რომ მე მივალ და ამომრჩეველს მოვატყუებ, რომ მის ხმას ამ სისტემაში დავიცავ და ამით ხელისუფლების ცვლილებას შევუწყობ ხელს, შემცდარა. არ შეიძლება თვალებში ასეთ დონეზე შეაყაროს ამომრჩეველს ცერცვი“, - აცხადებს ”ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა” ლევან სანიკიძე.

დღის ამბები