21 ივნისი 2026,   09:49
ვრცლად
მოსკოვის არ სჯერა, თუმცა ომში მყოფი ქვეყნის პრეზიდენტი ახალი დიპლომატიურ ნაბიჯებს მაინც დგამს - სტამბოლი რუსული და უკრაინული დელეგაციების მასპინძლობისთვის ისევ ემზადება

გახდება თუ არა თურქეთი ამჯერადაც მსოფლიო დიპლომატიის სიმძიმის ცენტრი? შეხვედრის ადგილი უცვლელია. 3 კვირის შემდეგ, სტამბოლი რუსული და უკრაინული დელეგაციების მასპინძლობისთვის ისევ ემზადება.

მოლაპარაკების მეორე რაუნდის გამართვის აუცილებლობაში ქვეყნის ლიდერები თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პირადად დაარწმუნა. მოსკოვში უკვე დაადასტურეს, რომ 2 ივნისს უკრაინულ მხარეს დოლმაბაჰჩეს სასახლეში დაელოდებიან. რუსული დელეგაცია, ვლადიმერ მედინსკის ხელმძღვანელობით, სტამბოლში ხელცარიელი არ ჩადის. მიაქვთ მემორანდუმი, რომელზეც 16 მაისის შემდეგ, ვლადიმერ პუტინის დავალებით მუშაობენ.

დოკუმენტის დეტალები კიევში წინასწარ არ იციან, თუმცა ამის მიუხედავად, სტამბოლში ჩასვლაზე მკაფიო უარს არ ამბობენ. რუსულის მსგავსად, უკრაინულ დელეგაციაშიც კვლავ ნაცნობი სახეები იქნებიან. მოლაპარაკებების წარმართვა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ამჯერადაც, რუსტამ უმეროვს, უკრაინის თავდაცვის მინისტრს, დაავალა. მოსკოვის არ სჯერა, თუმცა ომში მყოფი ქვეყნის პრეზიდენტი ახალი დიპლომატიური ნაბიჯებისთვის მაინც ემზადება.

კიევი აგრესორი ქვეყნის პირისპირ სტამბოლში მარტო არ იქნება. უკრაინის მთავარი პარტნიორები - გერმანიის, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთისა და ამერიკის წარმომადგენლები თურქეთში გასამგზავრებლად უკვე ემზადებიან.

მთავარი მედიატორი რუსი კოლეგის მიმართ იმედგაცრუებას ვერ მალავს. დონალდ ტრამპისთვის გაუგებარია, რატომ განაგრძობს პუტინი უკრაინის დაბომბავს სამშვიდობო მოლაპარაკებების პარალელურად. თეთრი სახლის ლიდერს სურს, რაც შეიძლება მალე იხილოს ცეცხლის შეწყვეტა. ტრამპმა ამისათვის 2 კვირიანი ვადა განსაზღვრა.

ის, რაც ამერიკის პრეზიდენტის გაოცებას იწვევს, უკვე ყოველდღიურობაა უკრაინაში. სამშვიდობო მოლაპარაკებამდე 1 დღით ადრე, გამთენიისას კიევის თავზე კვლავ გამოჩნდა 100-ზე მეტი რუსული დრონი.

ავტორი: სანდრო სანაია

დღის ამბები