ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე 4 თვე რჩება. ამ ფონზე კი ოპოზიციურ სპექტრში კვლავ აზრთა სხვადასხვაობაა.
როგორც "კოალიცია ცვლილებებისთვის" წევრები აცხადებენ, საზოგადოებას კოლექტიურად ოპოზიციის მიმართ ნდობა ეკარგება.
მელია-გვარამიას პარტიაში კითხვები აქვთ "ლელოსა" და გახარიას პარტიის პოზიციასთან დაკავშირებით.
"არსებულ ვითარებაში არ ვაპირებთ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის მიღებას. მნიშვნელოვანია, პოლიტიკური და მორალური სიცხადე იმისთვის, რომ საბოლოო ჯამში, შევძლოთ იმ მიზნის მიღწევა, რაც გვაქვს ერთად დასახული. ამ არჩევნებზე გასვლა ისე, რომ ეს ორი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს, საბოლოო ჯამში, იქნება მათთვის ლეგიტიმაციის მინიჭება, თანამშრომლობა და ამით შეძლებენ ქვეყანაში გარკვეული მოჩვენებით სტაბილურობის შექმნას", - განაცხადა ნიკა ფარულავამ.