ჩინეთი შეერთებულ შტატების თავდაცვის მდივნის მიერ გაკეთებულ განცხადებებს ცილისმწამებლურს უწოდებს. საუბარია პენტაგონის ხელმძღვანელის გუშინდელ განცხადებაზე, სადაც მან თქვა, რომ პეკინი ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონში ძალთა ბალანსის შესაცვლელად სამხედრო ძალის პოტენციური გამოყენებისთვის ემზადება.
"ჰეგსეთმა განზრახ უგულებელყო რეგიონის ქვეყნების მიერ მშვიდობისა და განვითარებისკენ მოწოდება და ამის ნაცვლად ცივი ომის მენტალიტეტი ბლოკურ დაპირისპირებად აქცია... შეერთებული შტატები აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში ცეცხლის გაღვივებასა და დაძაბულობის შექმნას განაგრძობს" - ნათქვამია განცხადებაში.