21 ივნისი 2026,   21:20
ვრცლად
აშშ-ში სატვირთოს გადაბრუნების შემდეგ 250 მილიონი ფუტკარი გაიქცა

აშშ-ში, ვაშინგტონის შტატში, გადაბრუნებული სატვირთოდან, დაახლოებით 250 მილიონი ფუტკარი გაიქცა. ხელისუფლება მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს. ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

სატვირთო ავტომობილი, კანადის საზღვართან ახლოს, გზაზე გადაბრუნდა, მას 31 750 კგ თაფლი გადაჰქონდა.

“ჩვენი მთავარი მიზანია, ფუტკრებს საშუალება მივცეთ, სკებში ხელახლა დაბრუნდნენ და თავიანთი დედა ფუტკარი იპოვონ“ - აცხადებენ
სამართალდამცავები.

ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, ავარიის ადგილი ოპერაციის დასრულებამდე დახურული იქნება.

დღის ამბები