21 ივნისი 2026,   21:21
ვრცლად
ესტონეთმა, რუსეთის თავდასხმის შემთხვევაში, შესაძლოა ყველა მოქალაქის ევაკუაცია განახორციელოს, განაცხადა სამხედრო მაღალჩინოსანმა

ესტონეთის სამხედრო მაღალჩინოსანმა, ანდრეუს მერილომ განაცხადა, რომ რუსული აგრესიის შემთხვევაში, შესაძლოა ქვეყანა იძულებული გახდეს, მთელი მოსახლეობის ევაკუაცია მოახდინოს.

ესტონეთის დედაქალაქ ტალინიდან საუბრისას, გენერალ-მაიორმა ანდრუს მერილომ თქვა, რომ რადგან აღმოსავლეთით მდებარე ქალაქი ნარვა, სადაც ძირითადად რუსულენოვანი მოსახლეობა ცხოვრობს, რუსული შეტევის შემთხვევაში შესაძლოა დაპირისპირების პოტენციურ წერტილად იქცეს, ყველაზე უარესი სცენარის შემთხვევაში, ესტონეთის 1.3 მილიონი მოქალაქის დასაცავად, საგანგებო ზომების მიღებაა საჭირო.

მისი თქვლმით: “ასეთ სიტუაციაში, საზღვაო, სახმელეთო და საჰაერო დერეფნები ჩვენთვის გადამწყვეტი მნიშვნელობის იქნება”.

მერიმოს განმარტებით:”თუ ვინმე ფიქრობს, რომ ომი ნარვადან არ დაიწყება, ცდება“.

ესტონეთის თავდაცვითი სტრატეგიის გამჟღავნებისას, რომელიც მტრის შეტევების შესაჩერებლად საკუთარი ინფრასტრუქტურის განზრახ განადგურებას მოიცავს, მან დასძინა: “ჩვენ მზად უნდა ვიყოთ იმისთვის, რომ ქალაქის ინფრასტრუქტურა, მათ შორის გზები, მტრის ძალებისთვის გაუვალი გახდება“.

სამხედრო მაღალჩინოსნის განცხადებით, შეზღუდული შესაძლებლობების გამო, საზღვაო და საჰაერო კავშირები მშვიდობიანი მოსახლეობის გადაადგილებისთვის გასაღებია.

მან აღნიშნა, რომ ესტონეთისა და ფინეთის სიახლოვის გამო, ეს ქვეყანა ევაკუაციის ყველაზე სავარაუდო დანიშნულების ადგილად ითვლება, რისთვისაც ფინეთის ყურეს გამიყენებენ.

მერილო ამტკიცებს, რომ თუ ესტონეთს თავს დაესხმებიან, შესაძლოა ლატვიაც აგრესიის წინაშე აღმოჩნდეს, რაც უსაფრთხოების სამხრეთით მიმავალ გზებს გადაკეტავს.

“როდესაც რუსეთი ომში ერთვება, მისი მიზანი ყოველთვის ტერიტორიის დაპყრობაა“, - განაცხადა მან მოსკოვის აგრესიის ისტორიულ მაგალითებზე მსჯელობისას.

დღის ამბები