21 ივნისი 2026,   21:19
ვრცლად
აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ყოფილი ხელმძღვანელი აცხადებს, რომ ვლადიმერ პუტინი უკრაინაში გამარჯვების შემთხვევაში ნატოს წევრ ქვეყანას თავს დაესხმება

ვლადიმერ პუტინი უკრაინაში გამარჯვების შემთხვევაში, ნატოს წევრ ქვეყანას თავს დაესხმება, - ამის შესახებ აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ყოფილმა ხელმძღვანელმა, დევიდ პეტრეუსმა განაცხადა.

პეტრეუსის თქმით, მიმდინარე სამხედრო კამპანიაში ნებისმიერი წარმატების მიღწევის შემდეგ, რუსეთს ლიეტუვაში ან ბალტიის სხვა სახელმწიფოში შეჭრა შეუძლია.

ლონდონში, Policy Exchange-ის ანალიტიკურ ცენტრში გამოსვლისას, პეტრეუსმა განაცხადა, რომ პუტინის მიზანია უკრაინის დამხობა და “მარიონეტული ლიდერის დანიშვნა“. მან დასძინა: “როგორც კი ეს მოხდება, თქვენ ნახავთ, რომ ისინი ბალტიის რომელიმე სახელმწიფოზე გაამახვილებენ ყურადღებას“.

ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ყოფილმა დირექტორმა, რომელიც სააგენტოს 2011-2012 წლებში ხელმძღვანელობდა, კონკრეტულად ლიეტუვა დაასახელა, როგორც რუსული აგრესიის ყველაზე მაღალი რისკის ქვეშ მყოფი ქვეყანა.

დღის ამბები