21 ივნისი 2026,   21:19
ვრცლად
პრეზიდენტი ტრამპი არც მოტყუვდება და არც შეურაცხყოფას მიიღებს - ჯო უილსონი

“ქართული ოცნების“ რეჟიმი, შუა დერეფნის კრიტიკულ მინერალებზე წვდომას ჩინეთის კომუნისტურ პარტიას გადასცემს, ამავდროულად აშშ-ს ბლოკავს - ამის შესახებ კონგრესმენი ჯო უილსონი X-ის საკუთარ გვერდზე წერს. 

“საქართველოს კოშმარის არალეგიტიმური რეჟიმი, შეერთებულ შტატებს მოთხოვნებს უყენებს მაშინაც კი, როდესაც ის მრავალმილიონიანი კონტრაქტებით თავისი ინფრასტრუქტურის კონტროლს ჩინეთის კომუნისტურ პარტიას გადასცემს. არ შეცდეთ, “ქართული ოცნების“ რეჟიმი და მისი მმართველი ბიძინა ივანიშვილი შუა დერეფნის კრიტიკულ მინერალებზე წვდომას ჩინეთის კომუნისტურ პარტიას გადასცემს, ამავდროულად აშშ-ს ბლოკავს. პრეზიდენტი ტრამპი არც მოტყუვდება და არც შეურაცხყოფას მიიღებს," - წერს ჯო უილსონი.

 

დღის ამბები