28 აგვისტო 2026,   01:36
ვრცლად
ძალაში შევიდა ამერიკული FARA-ს ზუსტი ანალოგი, რომლის მიხედვითაც უცხოური დაფინანსების მიმღებ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს ანტიკორუფციულ ბიუროში დოკუმენტების წარდგენის ვალდებულება ექნებათ

ამერიკული FARA-ს ზუსტი ანალოგი ძალაში შევიდა. 16-გვერდიანი კანონის თანახმად, ანტიკორუფციულ ბიუროში დოკუმენტების წარდგენის ვალდებულება უცხოური დაფინანსების მიმღებ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს ექნებათ.

კანონის აღსრულებასა და კონტროლზე პასუხისმგებელი ანტიკორუფციული ბიუროა, რომელმაც 6 თვეში ერთხელ, ანგარიში პარლამენტს უნდა წარუდგინოს.

მმართველი გუნდის განმარტებით, "უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტის" მიზანი უცხო ქვეყნის გავლენებისგან საქართველოს დაცვაა. ხელისუფლების ოპონენტები და არასამთავრობო ორგანიზაციები, კონკრეტულად არ პასუხობენ კითხვას, დაემორჩილებიან თუ არა კანონს.

დღის ამბები