შეკვეთილში, დღეს "განს ენ როუსის" კონცერტი გაიმართება. მსოფლიო როკის ლეგენდარული ჯგუფი, ქართველი მსმენელის წინაშე პირველად წარდგება.
საღამო, "სტარინგ ჯორჯიას" ფარგლებში, "ციცინათელას“ მიმდებარე ტერიტორიაზე ჩატარდება, სადაც სპეციალურად ამ დღისთვის მოწყობილი საფესტივალო ქალაქი უკვე მზადაა.
საფესტივალო ქალაქი 16:00 საათიდან გაიხსნება. 19:00 საათიდან დაიწყება "რაივალ სონსის" კონცერტი, როკის ლეგენდები კი სცენაზე 21:00 საათიდან გამოჩნდებიან.