23 აგვისტო 2026,   00:12
ვრცლად
გიორგი ვოლსკი პოლონეთისა და საფრანგეთის საელჩოების მიმართვაზე: მათ უნდათ შექმნან ისეთი განცდა, რომ საქართველოში ყველგან, ფანჯარას რომ გააღებ ცეცხლი ანთია და ამ ცეცხლში შეიძლება უცხოელი გაეხვეს

ვაიმარის სამკუთხედის წევრი პოლონეთის და საფრანგეთის საელჩოების განცხადება ისევ პოლიტიკური შეფასებების თემაა. "ქართული ოცნების" წევრის, გიორგი ვოლსკის აზრით, მათ ქვეყანაში ტურისტული ნაკადის შემცირება სურთ.

"უამრავი ფრანგი, პოლონელი და ევროპელი შემოდის საქართველოში ტურიზმისთვის. ვერანაირად ვერ შეცვალეს საქართველოს იმიჯი. ეს არის მიზანი, რომ როგორმე ტურისტულ ნაკადს ხელი შეუშალონ, ზრდის ტენდენციის განვითარების თვალსაზრისით. ამათ უნდათ შექმნან ისეთი ატმოსფერო და განცდა, რომ საქართველოში ყველგან, ფანჯარას რომ გააღებ, ცეცხლი ანთია და ამ ცეცხლში შეიძლება უცხოელი გაეხვეს. ეს ერთ-ერთი მიმართულებაა და არა ერთადერთი. ამას უნდა ვერიდოთ და სიმართლე უნდა ვილაპარაკოთ", - აცხადებს გიორგი ვოლსკი.

დღის ამბები