სოფელ ხურვალეთში გზის 412-მეტრიან მონაკვეთზე მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს. მიმდინარე პროექტი ასფალტის ახალი საფარის დაგებას, სანიაღვრე სისტემის მიერთებებისა და ეზოებში შესასვლელების მოწყობას ითვალისწინებს.
მიმდინარე სამუშაოებს ადგილზე, შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული, გორის მერის მოვალეობის შემსრულებელთან ერთად გაეცნო.