20 აგვისტო 2026,   12:39
ვრცლად
"პოლონეთის საელჩოს ამ განცხადებაში ჩანს, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქეები, მათ შორის, ამ შემთხვევაში პოლონეთის მოქალაქეები შეიძლება იყვნენ ჩართული ამ აქციებში" - გურამ მაჭარაშვილი

"პოლონეთის საელჩოს ამ განცხადებაში რეალურად ჩანს, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქეები, მათ შორის, ამ შემთხვევაში პოლონეთის მოქალაქეები შეიძლება იყვნენ ჩართული ამ აქციებში, იმიტომ, რომ ამას თავად საელჩო ავრცელებს", - ეს განცხადება საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "ხალხის ძალა" თავმჯდომარის მოადგილე, გურამ მაჭარაშვილმა გააკეთა.

მისი თქმით, პოლონეთის საელჩო მსგავს განცხადებას არ გაავრცელებდა, საფუძველი რომ არ ყოფილიყო. 

"გარდა იმისა, რომ საზოგადოებამ თავად ნახა, რომ სამწუხაროდ ამ ძალადობრივ აქციებში უცხო ქვეყნის მოქალაქეები არიან ჩართულები, პოლონეთის საელჩოს ამ განცხადებაში რეალურად ჩანს, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქეები, მათ შორის, ამ შემთხვევაში პოლონეთის მოქალაქეები შეიძლება იყვნენ ჩართული ამ აქციებში, იმიტომ რომ ამას თავად საელჩო ავრცელებს. ამის საფუძველი რომ არ ყოფილიყო, რომ იგივე პოლონეთის მოქალაქეები შეიძლება ყოფილიყვნენ ჩართულები ამ ძალადობრივ აქციებში, რა თქმა უნდა, ეს საელჩო ამ განცხადებას არ გაავრცელებდა და ეს ადასტურებს ზუსტად იმას, რომ სამწუხაროდ, უსაფრთხოების სამსახურის განცხადებები და მათ შორის ჩვენიც, რომ ამ ძალადობრივ აქციებში უცხო ქვეყნის წარმომადგენლები არიან ჩართულები, დასტურდება," - აცხადებს გურამ მაჭარაშვილი.

 

 

 

დღის ამბები