ამერიკის შეერთებული შტატები ჩინელი სტუდენტებისთვის ვიზების გაუქმებას იწყებს. სოციალურ ქსელში, სახელმწიფო დეპარტამენტის მდივნის, მარკო რუბიოს მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციით, "ჩინელი სტუდენტებისთვის აშშ-ის ვიზების გაუქმება დაიწყება, მათ შორის მათთვის, ვისაც კავშირი აქვს ჩინეთის კომუნისტურ პარტიასთან ან ეუფლება კრიტიკულ პროფესიებს."
Reuters-ი აღნიშნავს, რომ ჩინეთიდან და ჰონგ-კონგიდან შესულ სავიზო განაცხადებზე სახდეპი სტუდენტური ვიზების გაცემის კრიტერიუმებს გაამკაცრებს.
არსებული მონაცემებით, მხოლოდ გასულ წელს, აშშ-ის უმაღლეს სასწავლებლებში ჩინეთის 300 000-მდე მოქალაქე სწავლობდა.