21 ივნისი 2026,   18:43
ვრცლად
11 დაშავებული, მათ შორის, ორი ბავშვი - აშშ-ის საკურორტო ქალაქში ნავი აფეთქდა

აშშ-ში, ფლორიდის შტატში ნავის აფეთქების შედეგად 11 ადამიანი დაშავდა, მათ შორის, ორი ბავშვია. ინფორმაციას abcnews-ი ავრცელებს.

აფეთქება საკურორტო ქალაქ ფორტ-ლოდერდეილში მოხდა. მედიის ცნობით, აფეთქების დროს გემზე 13 ადამიანი იმყოფებოდა.

ფორტ-ლოდერდეილის სახანძრო-სამაშველო სამსახურმა აფეთქების შემდეგ 11 ადამიანი, რომელთაგან ორი ბავშვი იყო სამედიცინო ცენტრში გადაიყვანა. ოფიციალური პირების ინფორმაციით, ნავზე ძაღლიც იმყოფებოდა, რომელიც უვნებლად გადაარჩინეს.

სახანძრო-სამაშველო სამსახურის სპიკერის განცხადებით, ნავი გაჩერებული იყო და როდესაც მძღოლმა ძრავა დაქოქა და ნაპირისკენ აპირებდა წასვლად, აფეთქება სწორედ მაშინ მოხდა. ფაქტის გამოწვევის მიზეზის დასადგენად დაწყებულია გამოძიება.

დღის ამბები