ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, შემოქმედი - ჭალის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს. სანიაღვრე არხები ადგილზე უკვე გაკეთებულია.
სამუშაოების ღირებულება მილიონ ლარს შეადგენს და ის წელს უნდა დასრულდეს. მიმდინარე პროცესს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები გაეცნენ.